თელავი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირის გარდა, მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმოძრავებს.
აღდგა ასევე, სავაჭრო ცენტრების მუშაობა.
დაწესებულებებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა, მოქალაქეთა მიღება ეპიდემილიოგების მიერ დადგენილი წესების დაცვით მიმდინარეობს.
დღეიდან ასევე, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო თელავის პირველ საჯარო სკოლის წინ, სადაც მოსწავლეები და მათი მშობლები შეკრებილები იყვნენ.
მათი განცხადებით, იმისთვის რომ ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები განვითარდეს, აუცილებელია საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ.
სასწავლო პროცესის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმაც.
ირაკლი შიოშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის და სავაჭრო მოლების აღდგენასთან დაკავშირებით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.
კვლავ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე.