პერსონალის ინფიცირების გამო, მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

აჭარის მაღალმთიანში რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლდება. გაკვეთილები ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მიზეზი სკოლებში მომუშავე პერსონალის კორონავირუსით ინფიცირებაა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უდასტურებენ.

“აჭარის მაღალმთიანში სასწავლო პროცესი სკოლებში არ განახლდება, რადგან 10-მდე პერსონალს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. დაიკეტება კონკრეტული სკოლები, გააგრძელებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში სწავლის პროცესს. ტესტირებები კორონავირუსზე სკოლის ყველა პერსონალს ჩაუტარდა, დანარჩენ სკოლებში რეგულაციების სრული დაცვით, ჩვეულებრივად განახლდება სასწავლო პროცესი”,- განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით აჭარაში დღეიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, განახლდა სასწავლო პროცესი, ასევე აღდგა მუნიციპალური ტრანსპირტის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები