ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
ხელვაჩაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რა დროსაც იქვე მყოფი ქვეითი დაშავდა.
დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი.წინასწარი ინფორმაციით, მათ სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებათ. დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
ფაქტზე, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.