სენაკში, მენჯის მთავარანგელოზის ტაძარში წმინდა ალექსი ბერის ხსენების დღე აღნიშნეს

სენაკში, მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანიას) ხსენების დღე აღინიშნა.
სადღესასწაულო წირვა, ამავე მონსტრის ბერმა, არქიმანდიტრმა იობმა აღავლინა.
სენაკის მუნიციპალიტეტში ეს ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა – ალექსი შუშანიას მიერ 1908 წელს, ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი. სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი.

ყოველი წლის 31 იანვარს, მრევლი განსაკუთრებით ელოდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მოსალოცად სენაკის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები