ზუგდიდში “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორად ბესიკ არახამია დაინიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორად მერიის ყოფილი თანამშრომელი, ბესიკ არახამია დაინიშნა. ის მუშაობას ახალ თანამდებობაზე ოფიციალურად პირველი თებერვლიდან დაიწყებს.

როგორც „რეგიონულ კვირას “ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, ააიპ-ის ყოფილმა დირექტორმა მადონა მაქაცარიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა დარჩება ცენტრში, ერთ-ერთ თანამდებობაზე, სავარაუდოდ დირექტორის მოადგილის პოსტზე.

ბესიკ არახამია 2019 წლამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო როგორც ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილების ასევე განათლების განყოფილების უფროსი. მან თანამდებობა კერძო სექტორში გადასვლის მიზეზით 2019 წლის თებერვალში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები