სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 522 გახდა

ბოლო 24 საათში, სამცხე ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი ჯამში 4 522 გახდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა.
„5 შემთხვევა ადიგენში, 1 ახალციხეში და 2 ბორჯომში გამოვლინდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა. თვითიზოლაციაში იმყოფება 306 პირი: ადიგენის – 113 პირი; ასპინძა – 39 პირი; ახალციხე – 62 პირი; ახალქალაქი – 10 პირი; ბორჯომის – 79 პირი; ნინოწმინდის – 3 პირი. კოვიდ კლინიკაში 87 პაციენტი მკურნალობს. კვლევაში გვრჩება 26 ნიმუში. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კიდევ 32 პირი გამოჯანმრთელდა“,-განუცხადა „რეგიონულ კვირას“ გიორგი მიქელაძემ.
ცნობისთის, სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობა სულ 44-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა კი 4 200.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები