“მოგვეცეს რუსეთში გადასვლის უფლება” ახალქალაქში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

 

ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები საქართველო-რუსეთის საზღვრის გახსნას მოითხოვენ.
„ჩვენ, კაცები ძირითადად რუსეთში მივდივართ ხოლმე სამუშაოდ და ოჯახებს ამით ვარჩენთ, ახლა ამასაც ვეღარ ვაკეთებთ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო აქციის შესახებ ჯავახეთის მოსახლეობამ ინიციატივა სოციალურ ქსელში 21 იანვარს დაანონსა, რომლის მიხედვითაც საზღვრების გახსნის მოთხოვნით, ადგილობრივები 31 იანვარს, 13:00 საათზე შეიკრიბებოდნენ.
„მშვიდობიანი პროტესტია ახალქალაქის მოსახლეობის მხრიდან. გამოვხატავთ ჩენს აზრს. გვინდა, რომ საზღვრები გაიხსნას და მოგვეცეს რუსეთში გადასვლის საშუალება. ეს აქცია ჩვენი სურვილით ხდება. მოვითხოვთ საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის საზღვრების გახსნას“,- განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ აქციის მონაწილემ.
აქციაზე არამხოლოდ ახალქალაქელები, არამედ ქალაქშთან ახლოს მდებარე სოფლებიდანაც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები