აჭარაში კორონავირუსი კიდევ 61-მა პაციენტმა დაამარცხა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10-მა პაციენტმა კოვიდკლინიკა დატოვა.
დღეის მონაცემებით, აჭარის ბათუმის კოვიდკლინიკებში 196 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდსასტუმროში 103 პირი იმყოფება.
ეპიდსიტუაციის დასტაბილურების გამო აჭარაში სკოლებში სწავლის პროცესი ხვალ განახლდება.
ასევე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები