რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1″,- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ეპიდემიოლოგების განცხადებით ერთი დადასტურებული შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, თუმცა აღიშნული პირი საფრთხის მატარებელი არაა, მ რადგანაც ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
სპეციალისტების განმარტებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის, თვითიზოლაციაში 50-მდე ადამანია მოთავსებული.