ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 27-ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები