გიორგი შენგელია: ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცოვრებელი დეკემბერში გადაეცათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ე.წ საკონსერვოს უბანში მდებარე საერთო საცხოვრებლის ჩამონგრევის ფაქტს ეხმიანება.
მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დევნილთა სააგენტომ დეკემბრის თვეში გადასცა ბინები და ოჯახები გადაბარგების პროცესში იყვნენ.
,,აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დევნილთა სააგენტომ დეკემბრის თვეში გადასცა ბინები. ოჯახები იყვნენ გადაბარგების პროცესში. უმეტესი მათგანი იყო გადასული. ერთადერთი ოჯახი იყო დარჩენილი, რომელსაც სურდა სოფლად სახლის პროგრამით მიეცათ სახლი და ამაზეც იყო დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. აღნიშნულ ობიექტზე, გამომდინარე იქედან, რომ იყო მესამე მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული. მოხდა შენობის ნგრევა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული ოჯახი მონიტორინგის დროს, როგორც დევნილთა სამინისტრო აღნიშნავს არ იმყოფებოდა ადგილზე, როგორც კი ჩამოვიდა ოჯახი, მოხდა მათი მხრიდან განცხადების შეტანა, სოფლად სახლის პროექტში და მათზე არის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება”– აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.