44 ახალი შემთხვევა და 47 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 47-მა პაციენტმა დაამარცხა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია :
რუხის კლინიკაში იმყოფება – 72 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 36 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 5 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის – 38 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 25 პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 6 პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 21 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 195 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები