ელექტროსისტემები, წყალმომარაგება, გზების და სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა -ხულოში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

2021 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 000 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემდეგი პროექტები განხორციელდება:

დაბა ხულოში დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და სავალი ბილიკის მოწყობა (მეორე ეტაპი) – ბიუჯეტი 1 057 850 ლარი;

მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად მზა ბეტონის შესყიდვა – ბიუჯეტი 800 000 ლარი;

ფერდსამაგრი სამუშაოები – ბიუჯეტი 479 285 ლარი;

სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა – ბიუჯეტი 271 140 ლარი;

სოფელ ირემაძეების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – ბიუჯეტი 250 000 ლარი;

სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობა – ბიუჯეტი 150 000 ლარი;

სოფელ ბეღლეთის, გელაძეების, კორტოხისა და პაქსაძეების სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია – ბიუჯეტი 131 917 ლარი;

ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურის რეაბილიტაცია – ბიუჯეტი 113 864 ლარი;

სოფელ ზედა დეკანაშვილების დაწყებითი სკოლის მშენებლობა – ბიუჯეტი 86 998 ლარი;

სოფელ გურძაულში დაწყებითი სკოლის მშენებლობა – ბიუჯეტი 85 000 ლარი;

სოფელ ქვემო ვაშლოვანში სოციალური სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა – ბიუჯეტი 80 000 ლარი;

კალოთის მთაში ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა – ბიუჯეტი 78 090 ლარი;

სოფელ ოქრუაშვილებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია – ბიუჯეტი 68 083 ლარი;

სოფელ წაბლანაში წყალსადენის სისტემის შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა – ბიუჯეტი 65 000 ლარი;

დაბა ხულოში აღმაშენებლის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და სავალი ბილიკის მოწყობა – ბიუჯეტი 60 832 ლარი;

დაბა ხულოში რუსთაველის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა – ბიუჯეტი 48 000 ლარი;

სოფელ დეკანაშვილებში საავტომობილო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა – ბიუჯეტი 45 000 ლარი;

სოფელ ბაკოს მთაში ელექტრო გაყვანილობის შიდა ქსელის რეაბილიტაცია – ბიუჯეტი 40 000 ლარი;

სოფელ აგარაში (რუსთავის უბანი) სასმელი წყლის რკინაბეტონის რეზერვუარის მოწყობა – ბიუჯეტი 30 000 ლარი;

სოფელ ქვემო ვაშლოვანში სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა – ბიუჯეტი 25 000 ლარი;

სოფელ ლაბაიძეებსა და სტეფანაშვილებში წყალსადენის სისტემის მოწყობა – ბიუჯეტი 22 000 ლარი;

სოფელ შურმულისა და თაგოს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის ლითონის გამანაწილებელი რეზერუარების მოწყობა – ბიუჯეტი 11 941 ლარი.

ჯამში, 2021 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 22 ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები