გუსტავ ეიფელის ქარხანაში დამზადებული ხიდები ბაღდათში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში მდინარე ხანისწყალსა და ქერშავეთზე მდებარე ხიდებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.
აღნიშნული სტატუსი ხიდებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მიანიჭა.
მდინარე ხანისწყალსა და ქერშავეთზე მდებარე რკინის კონსტრუქციის ხიდები საფრანგეთში გუსტავ ეიფელის ქარხანაშია დამზადებული და ბაღდათის მუნიციპალიტეტში 19-ე საუკუნის მე-2 ნახევარში დამონტაჟდა.