ნამოხვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ნამოხვანჰესის მოწინაღმდეგეების კარვის დაშლას ადგილზე ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველებმა ადგილზე ერთი პირის დააკავეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოქალაქეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ისინი კარავს თავის ხელით არ დაშლიდნენ და არც პოლიციას მისცემენ ამის უფლებას. დაპირისპირების მიუხედავად, სამართალდამცველებმა კარავი დაშალეს, იქამდე კი აქციის მონაწილეებს პირადი ნივთების გატანის უფლება მისცეს. რაც შეეხება დაკავებულს, პოლიციელების თქმით, ის დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილობრივები თქმით, მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. სოფელ ჟონეთში აქციის მონაწილეებთან ერტად ამ დრომდე სამართალდცველები რჩენიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები