კახეთში ბოლო 48 სააათში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში, ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდ 19- ს 2 პაციენტი ესმხვერპლა. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებში გადიოდა.
71 წლის ქალი, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სოფელ იყალთოდან იყო, ვირუსის მეორე მსხვერპლი კი საგარეჯოში მცხოვრები 63 წლის პენსიონერია, ეს უკანასკნელი მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.
ჯამში, დღემდე კახეთში კოვიდ 19- ის დიაგნოზით 102 პირი გარდაიცვალა.