“გოგონას შესაბამისი კვლევები უტარდება” – ექიმი ნანგრევებში მოყოლილ ბავშვზე

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მზია გერგედავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გოგონას კვლევები უტარდება.

“112”-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი არის მოზარდი, მდედრობითი სქესის, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით, ამჟამად ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, სტაბილურია ბავშვი, უტარდება შესაბამისი კვლევები, მკურნალობა და მონიტორინგი, ჯერჯერობით სახეზე არ არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და ვაგრძელებთ მონიტორინგს”, – განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა დღეს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-ს სამაშველო სამსახურმა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები