გასულ 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ადიგენში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4514-ს მიაღწია.
“19 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: 8 ადიგენი,
6 ახალციხე და
5 ბორჯომი.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 97 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 324 პირი:
ადიგენის – 117 პირი;
ასპინძა – 42 პირი;
ახალციხე – 66 პირი;
ახალქალაქი – 8 პირი;
ბორჯომის – 88 პირი;
ნინოწმინდის – 3 პირი”, – განუცხადა” რეგიონულ კვირას” სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ.
ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კოვიდ კლინიკაში 81 პაციენტი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 4168-ს მიაღწია.