რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
რიონის ხეობაში სამართალდამცველების მოთხოვნას კარვის დაშლაზე ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და აცხადებენ, რომ ისინი კარავს თავის ხელით არ დაშლიან. მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ტერიტორია, სადაც კარავია გაშლილი, არა ახალ, არამედ ძველ კომპანიას ეკუთვნის, რაც მათ ბევრ კითხვას უჩენს. ჰესის მოწინააღმდეგები საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვენ. მათ კარვის დაშლის მოთხოვნა ავტომობილების სიგნალებით გააპროტესტეს. სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგეებს კარვის დასაცლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.