გეგა შენგელიამ და მალხაზ თორიამ ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის ბავშვი საავადმყოფოში მოინახულეს

ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის გოგონა საავადმყოფოში მოინახულეს.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები არ აღენიშნება და მიმდინარეობს მონიტორინგი.

მალხაზ თორიას  განცხადებით, შენობა ავარიული იყო და მხოლოდ ერთი ოჯახი   ცხოვრობდა.

“ჩამონგრეულ ობიეტში მცხოვრები დევნილები დაკმაყოიფილებული იყვნენ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინებში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს სურდა “სოფლად სახლის” ფარგლებში სახლის შეძენა. ამაზეც თანხმობა ჰქონდათ მათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში. სპეკულაციები იმის თაობაზე რომ სახელმწიფო ამ ოჯახებს არ დახმარებია, არის მცდარი. ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები