ქუთაისში საპროტესტო აქციას აჭარიდან “ალტერნატივას” წევრები შეუერთდნენ

ქუთაისში, მერიის წინ გაშლილ კარავთან აქციის მონაწილეების საპროტესტო აქცია გრძელდება. შეკრებილები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ქუთაისში აქციის მონაწილეებს  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარიდან შეუერთდნენ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ამბობენ, რომ სურთ ხელისუფლებას ხმა ერთიანი ძალით გააგონონ.

“Მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოდით ქუჩაში, ერთიანი ძალით შევძლებთ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. Სანამ ივანიშვილი იქნება, მსგავსი კარვებიც სულ იქნება. გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მსგავსი პროტესტი საჭირო არ იქნება. გვინდა ისეთი დემოკრატიული სახელმწიფო შევქმნათ, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და არჩევანის უფლება ადამიანის ხელში იქნება,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისში საპროტესტო კარავი 27 იანვარს დაიდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები