აქცია ბათუმში – “გირჩის” აქტივისტები რეგულაციებს აპროტესტებენ
ბათუმში “გირჩის” აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების სრულად მოხსნას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ადამიანებში ფინანსური კრიზისი სწორედ ამ რეგულაციებმა შექმნა.
“ის, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება არაფერი იცვლება. საჭიროა გაიხსნას სრულად კაფე-ბარები, სხვადასხვა დაწესებულებები”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან ნაწილობრივ იხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით , ბათუმის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება ასევე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.