ზუგდიდში შენობის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მაშველებმა გადაარჩინეს

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მცირეწლოვანი მოყვა.  მაშველებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები