თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში – ონლაინშეხვედრაზე მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობაზე ისაუბრეს

რონდელის ფონდის პროექტის “თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, პროექტის “აწარმოე საქართველოში” პროგრამების მართვის ჯგუფის მთავარმა მენეჯერმა, დავით პიტიურიშვილმა, მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა, ხოლო საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია ნინიკელაშვილმა განიხილა ლიდერთა ჩართულობისა და გაერთიანებების მნიშვნელობა რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

მრგვალ მაგიდას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა კომფესიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები