ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 34 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში მოხდა. სამუშაოებს კომპანია “სუპერ გრუპი” ახორციელებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მამაკაცი მე-11 სართულულიდან გადმოვარდა, მაშინ როცა რკინაბეტონის შეკონვის სამუშაები მიმდინარეობდა.
მათივე თქმით, დაღუპული
მამაკაცი მშენებლობაზე თითქმის ერთი წელია მუშაობს.
კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დეოისთვის უცნობია. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორხ უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშნებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.