ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 7 რუსთავში დაფიქსირდა
გასული 24 საათის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსის 7ახალი შემთხვევა დაფიქსორდა.
რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელული 82 პაციენტიდან 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.
მისი თქმით, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი გატესტილ პაციენტებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირებულია.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 29 პირს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 257 632-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელებულია 248 537 პირი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით კიდევ 11 პირი გარდაიცვალა.