სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 44-მა პაციენტმა დაამარცხა. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი რუხის კლინიკაში  მკურნალობდა.
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 70 კოვიდპაციენტი,
სენამედის კლინიკაში 36 პირი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე პაციენტია.
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის – 39  პაციენტი, მათ შორის მძიმეა – 4.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
აბაშის “ევექსის” კოვიდკლინიკა 6 პაციენტია მოთავსებული.
სენაკის “ლაზიკა მედის” კლინიკაში ამდრომდე 18 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 195 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვისთ, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები