კახეთში კოვიდ 19-ის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან 47 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა – 44, იმერეთი – 139, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 41, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 441 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები