რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა – მოსახლეობა კვლავ აქციას მართავს

სამთვიანი პაუზის შემდეგ რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლდა. ტექნიკა ადგილზე პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათ პოლიციამ კარვის აღება მოსთხოვა, ამასთან, იგეგმება ჯვრის დემონტაჟი, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობას ჯვართან მისვლის შესაძლებლობა არ ეძლება, რადგან ის კერძო ტერიტორიაზეა.

რიონისხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ და არც აპირებენ კანონგარეშე ქმედებას, თუმცა პროტესტს არ შეწყვეტენ, რომელიც 98 დღეა გრძელდება.

ცნობისთვის, დღეს ნამოხვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელმა კომპანიამ ENKA განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მისაღებად შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები