253 თბილისი, 139 იმერეთი, 72 სამაგრელო-ზემო სვანეთი – ეპიდვითარება რეგიონებში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში – 253 შემთხვევა გამოვლინდა, შემდეგ არის იმერეთი – 139 კოვიდინფიცირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა – 44, იმერეთი – 139, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 41, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 338, აჭარაში – 192, იმერეთში – 513.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 257 632 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 248 537 პირი. კორონავირუსის გავრცეკებიდან დღემდე ქვეყანაში გარდაიცვალა 3 159 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები