კოვიდინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან 139 იმერეთში გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 139 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 513.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის 148 იმერეთში.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, იმერეთში – 13.
311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 12 – იმერეთში.
2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის იმერეთში – 1 507.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.