დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელად ეპიტამია დაედო
ჭიათურის მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ თადეოზ სარალიძეს სკანდალური ქადაგების გამო სასჯელი დაედო. დეკანოზს, გარკვეული ვადით მონასტერში გაამწესებენ.
ამის შესახებ, განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, ავრცელებს.
“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგების ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც დეკანოზი კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე საუბრობდა. ქადაგებისას ის მრევლს ცრუ ინფორმაციასაც აწვდის და ეუბნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.