ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-10 კლასის მოსწავლეზე განცხადება აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააკეთა. მინისტრის თქმით, არასრულწლოვანს თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მოზარდი ბათუმის კოვიდ კლინიკიდან თბილისში 28 იანვარს გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
,,ძალიან ძნელია როცა საუბარი გვიწევს გარდაცვალების ფაქტზე. ვუსამძიმრებ ოჯახს, მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის ცნობილია გარდაცვლილის თანმხლები დაავადების შესახებ, ვირუსმა გააქტიურა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვა ინფორმაციას სამწუხაროდ ვერ გეტყვით“,-განაცხადა მაია ხაჯიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ბიჭს ჭარბი წონა აღენიშნებოდა.