“შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ” – ნინო ლაცაბიძე “რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, “რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, მათ პანდემიის პირობებში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელ რევაზ გოგიძესთან ერთად, სასურსათო კალათები გადასცა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ქალაქის იერსახეზე.

“დღეს შევხვდით “რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს, გვქონდა მათთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა რთული სოციალური მდგომარეობაა ქალაქში და მერიასთან ერთად, ჩვენ შევეცადეთ გარკვეული სასურსათო პაკეტები გადაგვეცა მათთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობა ვუთხარით იმისთვის, რომ ყოველ დილით ზრუნავენ, იმაზე რომ ჩვენი ქალაქი იყოს დასუფთავებული და უსაფრთხო. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამგვარ აქციებს და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები