ბორჯომში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გადაცემა დაიწყო

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს 11-ვე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

„სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. 30 იანვრიდან, სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს. სურსათს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს“, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები