ონში ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალი კვირიდან განახლდება-სამუშოების ხარისხს მუნიციპალიტეტის მერია გააკონტროლებს

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მეწარმეებთან და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მომუშავე სამშენებლო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, განსახილველ საკითხებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს, რადგან სამუშაოები მომდევნო კვირიდან აქტიურად დაიწყება, ყურადღება გამახვილდა შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეწარმეებს მიეცათ განმარტება, რომ დადგენილ გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის შემთხვევაში კანონით დადგენილი პროცედურები ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები