“ბავშვები გაცალკევდნენ დედისგან და სახელმწიფო ზრუნვაში არიან” – შიდა ქართლში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე სასამართლო ისმჯელებს

ხაშურის რაიონული სასმართლოში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე იმსჯელებენ. დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვისი მეურვეობის ქვეშ დარჩება 3 არასრულწლოვანი, რომლებზეც დედა ძალადობდა.

ბავშვზე ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. მცირეწლოვან ბავშვზე ფიზიკურად დედა ძალადობდა, რასაც თავადაც არ უარყოფს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ქარელის რაიონული წარმომადგენელი თათია ელიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ორი დღის წინ შემოვიდა შეტყობინება, არასრულწლოვნიდან დედის მხრიდან ძალადობის ფაქტზე. პოლიციამ გამოსცა შემაკავებელი ორდერები, რის საფუძველზეც ბავშვები გაცალკევდნენ დედისგან და სახელმწიფო ზრუნვაში არიან,”- აღნიშნა თათია ელიაშვილმა.

ადვოკატი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მამის ინტერესს იცავს, აცხადებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანაა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის სახლი განისაზღვროს.

” მე ვიცავ მამის ინტერესებს, დედამ იძალადა არასრულწლოვან შვილებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ მამის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად და ასევე ჩვენ ვითხოვთ, დედის მშობლის უფლების შეზღუდვას, ვინაიდან იგი მამას ყოველთვის ხელს უშლიდა ბავშვების- აღზრდა განვითარებაში, შესაბამისად მიმდინარეობდა სისტემატიურად შანტაჟი და ასევე ის ძალადობდა, რაც შემდეგ ცნობილი გახდა მამისთვის და შემდგომ მივმართეთ სათანადო ორგანოებს “- აცხადებს ადვოკატი.

ბავშვის ძალადობაზე საქმე სისხლის სამართლის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული.

 

წყარო: რუსთავი2

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები