თელავის მუნიციპალიტეტში შვიდი ახალი ჭაბურღილის მოწყობაზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა.
სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში.
რუისპირში 2 ჭაბურღილი ეწყობა, შალაურსა და იყალთოში ასევე 2-2, ხოლო ვარდისუბანში არსებულ ქსელს 1 ახალი ჭაბურღილი დაემატება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში ახალი ჭაბურღილების მოწყობა სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
,,თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის რეგულარულ მიწოდებასთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა პრობლემები. აღნიშნული საკითხის ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, 2020 წელს დავიწყეთ 7ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 85 ჭაბურღილის მოვლა-პატრონობაზე კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 850 000 ლარამდე იხარჯება. ამ მიმართულებით მუშაობას მერია მომავალშიც გააგრძელებს, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,,- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
ჯამში, 7 ჭაბურღილის მოწყობაზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 091 368 ლარი იხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები