ლაგოდეხში 28 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადაა – რეკომენდაციების დაცვისკენ სკოლებს მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა

1 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება.
მუნიციპალიტეტში არსებული 28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში გაგრძელდება. თითოეულ საჯარო დაწესებულებაში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული, მოსწავლეების თერმოსკრინინგი ყოველდღიურად განხორციელდება, პედაგოგები რეგულარულად გაივლიან სავალდებულო ტესტირებას.
„მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში – ბუნებრივ გარემოში გაგრძელება ბავშვის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობასთან ერთად წარმატებებს ვუსურვებ პედაგოგებს, მოსწავლეებს – თქვენ, ქვეყნის იმედი და ღირსეული მომავალი ხართ“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები