სოფელ ქვედა საზანოში ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა – ბაღი 6 სოფლის ბავშვებს მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ქვედა საზანოში ახალი ბაღის მშენებლობა დაასრულა.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორ სართულიანია და 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
ახალი საბავშვო ბაღი, გარდა ზესტაფონის ოთხი სოფლისა, მეზობელი მუნიციპალიტეტის ორ სოფელსაც მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ.
ბოლო პრიოდის განმავლობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები