სოფელ ხელედში მოსახლეობის ტესტირება დასრულდა, ყველა პასუხი უარყოფითია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში კოვიდ ინფექციიით დაავადებულთა რიცხვის გაზრდის გამო, ადგილობრივმა ეპიდემიოლოგებმა სოფელ ხელედში მოსახლეობის სწრაფი ტესტირების პროცესი დაიწყეს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა აცნობა. მისი განმარტებით, აღნიშნული პრევენცია ამ სოფელში ოთხი პიროვნების დაინფიცირების ფაქტმა განაპირობა.

„ ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში სწრაფი ტესტირების მერე დაინფიცირებული ოთხი პიროვნება სოფელ ხელედის მაცხოვრებელია, აქედან გამომდინარე დაავადების გავრცელების შესაჩერებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს სოფელ ხელედის მოსახლეობის ტესტირება. ადგილზე ვიმყოფებით ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის სხვა სპეციალისტები. ამ მომენტისთვის თითქმის მთელი სოფელი გაიტესტა, ყველა პასუხი უარყოფითია“-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.

ჯანდაცვის წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლენტეხში ინფიცირფების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები