იაპონიის საელჩოს საჩუქარი-ახალი სამედიცინო მანქანა ამბროლაურსაც გადაეცემა
საქართველოს 4 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ახალი რეანომობილები გადაეცემა. ამ მუნიციპალიტეტებში ამბროლაურიც შედის. ამის შესახებ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს. მათი განმარტებით, ევროსტანდარტების შესაბამისი რეან9მობილები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საქართველოში იაპონიის საელჩომ გადასცა. ახალი ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.