კახეთში კოვიდინფიცირების 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან 49 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 637 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები