სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 79 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 124-მა პაციენტმა დაამარცხა. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი რეფერალური ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილებაში მკურნალობდა. 83 წლის ქალი კი, რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 195 ადამიანი მკურნალობს. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები