სოფელ დავითიანის სკოლაში გაჩენილი ხანძრის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის შენობაში ხანძარი გაჩნდა.როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელში ეკატერინე აბაკელიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ცეცხლი მოსწავლემ შეამჩნია.
“9 -ს რამდენიმე წუთი რომ აკლდა, სკოლაში მივიდა პირველი მოსწავლე, რომელმაც ხანძარი შეამჩნია და მასწავლებელს აცნობა. სახანძრო სამსახური მალევე მივიდა ადგილზე და ცეცხლი ლიკვიდირებულ იქნა. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ზარალი არ არის, სავარუდოდ ხანძარი შეშის ღუმელს გაუჩნდა, დაზიანებულია სახურავის მცირე ნაწილი”, – ამბობს აბაკელია.
მისივე ინფორმაციით, დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო, ორშაბათიდან კი სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება.