კორბოულსა და მერჯევში საბავშვო ბაღების მშენებლობა სრულდება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბანში და სოფელ მერჯევში ახალი ბაღების მშენებლობა დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
ორივე ბაღი თანამედროვე სტანდარტებით 2-2 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი.