ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ბავშვები თანამედროვე სტანდარტის სპორტული მოედნით ისარგებლებენ

ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდები, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული მოედნით, პატარები კი საბავშვო გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.

ცნობისთის, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

„მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები