“ქვეყნის ძლიერება, ძლიერ ოჯახებზე დგას” – ლაგოდეხის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
„ქვეყნის ძლიერება, ძლიერ ოჯახებზე დგას, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ოჯახები მრავალშვილიანია. შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ მსგავსი ოჯახების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას და ხელშეწყობას. გასულ წელს, მერიაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე, 114 მრავალშვილიან ოჯახმა, თითო ბავშვზე 100 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება მიიღო, რისთვისაც, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 50 700 ლარი დაიხარჯა. პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების ფარგლებში 2021 წელსაც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიისგან მრავალშვილიანმა ოჯახებმა, გასულ წელს დამატებით, პანდემიის პერიოდში სასურსათო პაკეტები, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით კი ტკბილეულთან ერთად 200 ლარი ფულადი დახმარება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები