სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4484-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან 23 სამცხე-ჯავახეთში დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 121 , ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 52, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, გამოვლენილი 23 შემთხვევიდან ყველაზე მეტი ამჯერად ბორჯომში დაფიქსირდა.
“სულ ინფიცირებულთა რაოდენობა გახდა 4484.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 23 ახალი შემთხვევა, აქედან: 7- ადიგენი, 2-ასპინძა, 1- ახალციხე და 13- ბორჯომი”,-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
მისივე თქმით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი და გრძელდება მოკვლევა.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 269 პირი:
ადიგენი – 37; ასპინძა – 46; ახალციხე – 81; ახალქალაქი – 7; ბორჯომის – 95; ნინოწმინდის – 3 პირი”, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან სამცხე-ჯავახეთში 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 4 113-ს მიაღწია.