შოთა რეხვიაშვილი: ჩვენ ამ ქვეყნის სამსახურში ვართ და უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველა ეთნიკურ უმცირესობას ამაში აქტიურად ჩართვის საშუალება ჰქონდეს

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაში შვიდივე მუნიციპალიტეტის მერები იღებდნენ მონაწილეობას..

შეხვედრაზე ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობა იყო. ასევე განიხილეს  საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული პროექტები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა ნაყოფიერი შეხვედრა იყო და საელჩო სრულად არის ინფორმირებული ყველა მიმდინარე სიახლეზე.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, თითქმის ყველა ძირითადი თემა რაც ქვემო ქართლის მხარეში აქტუალურია, განვიხილეთ. შევეხეთ ისტორიას, კულტურას, ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურას, კავშირებს სახელმწიფოთა შორის და ასევე მხარეთა შორის და დავსახეთ გარკვეული პრიორიტეტები. მინდა ვთქვა, რომ საელჩო საქმის კურსშია ყველა მიმდინარე სიახლეზე, რაც გრძელდება და ვითარდება ქვემო ქართლში. ტრადიციულად, იყო რამდენიმე შემოთავაზება, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით და ამის პრაქტიკა არის ქვემო ქართლში. სახელმწიფო კორპორაციები გვეხმარებიან მათ შორის „სოკარი“. ასეთი კონკრეტული შემოთავაზებები იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკონკრეტდება და უფრო მიზანმიმართულად და ჩამოყალიბებულად გვექნება მომავალში სამოქმედო გეგმა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, იყვნენ წარმოდგენილი შვიდივე მუნიციპალიტეტის მერები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას და ჩვენ გავარგძელებთ მეგობრობას იმიტომ რომ ამ ურთიერთობებს უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება, გაღრმავება და არ უნდა ნამდვილად რაღაც დაგნაცია და გაჩერება, იმიტომ რომ ჩვენ გვევალება მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. მე ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს ქართველებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და არამარტო მათ. ჩვენ ერთი საქმე გვაქვს, ამ ქვეყნის სამსახურში ვართ და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდობიან განვითარებას და ყველა ეთნიკურის აქტიურ ჩართულობას ჰქონდეს შესაძლებლობა მიცემული“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აზერბაიჯანის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ასეთივე ტემპით გაგრძელდება ურთიერთობები საქართველოს და აზერბაიჯანს შორის.

„ ჩვენ დღეს გვქონდა ფართომასშტაბიანი შეხვედრა ვისაუბრეთ იმ პროექტებზე რომელიც ხორციელდება ამ ორი ქვეყნის მონაწილეობით და მომავალში რომელი პროექტებიც იქნება, ასეთი პროექტები ემსახურება ორი ქვეყნის თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე ტემპით გავაგრძელებთ მომავალშიც“,- განაცხადა ფაიგ გულიევმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები